2017 წელს საქართველოში არასრულწლოვნებში სუიციდმა და სუიციდის მცდელობებმა 20%-ით იმატა

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველოში არასრულწლოვნებში სუიციდის და სუიციდის მცდელობების რაოდენობამ 20 პროცენტით იმატა.

2017 წელს არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის და თვითმკვლელობის მცდელობების ფაქტებთან დაკავშირებით 36 საქმეზე დაიწყო გამოძიება.