იმ 11 ქვეყნიდან, სადაც ქრისტიანები ყველაზე ძლიერ შევიწროვებას განიცდიან, 8 ქვეყანა ისლამურია

ორგანიზაცია Open Doors USA-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იმ 11 ქვეყნიდან, სადაც ქრისტიანები ყველაზე ძლიერ შევიწროვებას განიცდიან, 8 ისეთი ქვეყანაა, რომელთა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაც მუსლიმია.

ეს ქვეყნებია ავღანეთი, სომალი, სუდანი, პაკისტანი, ლიბია, ერაყი, იემენი და ირანი.

დანარჩენი სამი ქვეყანა, რომლებიც ქრისტიანების სასტიკი დევნით გამოირჩევა, არის ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა (აქაც მოსახლეობის ნახევარი მუსლიმია) და ინდოეთი.

წყარო: https://pjmedia.com/faith/report-islamic-oppression-fuels-two-thirds-of-the-worst-persecution-against-christians/