ჯორჯ სოროსი: დღეს მსოფლიოში დომინანტი იდეოლოგია ნაციონალიზმია, ევროკავშირი კი ჩამოშლის ზღვარზეა

გლობალისტმა მილიარდერმა, ჯორჯ სოროსმა გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის დღევანდელი მდგომარეობა სსრკ-ს რღვევას შეადარა, იმ განსხვავებით, რომ, სოროსის შეფასებით, დღეს დომინანტი იდეოლოგია ნაციონალიზმია.

“ეს დეჟავუა ისევ და ისევ, ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებით – დღეს მსოფლიოში დომინანტი იდეოლოგია ნაციონალიზმია… და ევროკავშირია ის ინსტიტუტი, რომელიც ჩამოშლის პირას არის,” – განაცხადა მან.

“რუსეთი კი დღეს ნაციონალიზმზე დაფუძნებული მზარდი ძალაა,” – ასევე განაცხადა მან.

წყარო: http://www.breitbart.com/london/2018/01/15/soros-dominant-ideology-nationalism-eu-verge-breakdown/