ცხოველების უფლებადამცველი ორგანიზაცია PETA თავის ღონისძიებაში გამომწვევად ჩაცმული გოგოების გამოყვანისთვის ფემინისტებმა სექსიზმში დაადანაშაულეს

ცხოველების ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაცია, PETA ფემინისტებმა სექსიზმში დაადანაშაულეს.

საქმე ეხება უიმბლდონის ტენისის ტურნირზე ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ღონისძიებას, სადაც გამომწვევად ჩაცმული, ლამაზი გოგონები ტურნირის დამსწრეებს ვეგანურ საკვებს ურიგებდნენ.

გოგონების გამომწვევი ჩაცმულობა ღონისძიების მიმართ ყურადღების მისაპყრობად იყო გამიზნული, რაც PETA-სთვის ტიპიურია, მაგრამ ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ ფემინისტურმა ორგანიზაციებმა PETA სექსიზმში და ანტი-ფემინიზმში დაადანაშაულეს.

საზიზღრობაა ქალის სხეულის გამოყენება ვეგანობის იდეით, თქვენ მცდარ გზას ადგახართ, ჩვეულებრივი სექსისტური ჯგუფი ყოფილხართ. – წერდნენ ორგანიზაციის ყოფილი მხარდამჭერი ფემინისტები და ღიად აფიქსირებდნენ, რომ PETA-ს მხარდაჭერას წყვეტდნენ.

PETA-მ საპასუხოდ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა თვითონ შედგება იდეური ფემინისტებისგან და კრიტიკულად განწყობილი ფემინისტები იქით დაადანაშაულა ქალების მიმართ პატრიარქალური შეზღუდვების დაწესებაში და მათთვის იმის კარნახში, თუ რა უნდა ჩაიცვან და როგორ გამოიყენონ საკუთარი სხეული.

წყარო: https://heatst.com/culture-wars/peta-blasted-as-sexist-for-using-bikini-clad-models-to-serve-dairy-free-treats/?mod=sm_fb_post