შსს: “ქართული მარშის” ჯგუფების თბილისში პატრულირებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება

პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული მარშის” წევრები დედაქალაქში პატრულირებას იწყებენ, ისინი 15-კაციან ჯგუფებად დაიყოფიან და ვიდეო კამერებით დააკვირდებიან ქალაქს.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს:

“ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და დანაშაულის აღკვეთა კანონის საფუძველზე შექმნილი სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. შესაბამისად კანონით, მხოლოდ აღნიშნულ ორგანოებს აქვთ დამნაშავეთა მიმართ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლებამოსილება. ვინმეს მხრიდან, რაიმე სახის, სპეციალური საპოლიციო საქმიანობის განხორციელების ნებისმიერი მცდელობა შეფასდება უხეშ კანონდარღვევად და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება.”