შსს-მ, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით, ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ჰეროინის შემცველი 17, 012 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ქ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული, 7 აბი „სუბოქსინი“ და ჰეროინის შემცველი 3,9447 გრ ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

წყარო: http://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministrom-acharashi-narkodanashauli-gakhsna/11249