შვედი ფემინისტები მოითხოვენ, აიკრძალოს პარტიები, რომლებიც ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას და ლგბტ-მოძრაობას აკრიტიკებენ

რადიკალური ფემინისტური პარტია “ფემინისტური ინიციატივის” წევრის, სორაია პოსტის განცხადებით, ქვეყანაში უნდა აიკრძალოს “შვედი დემოკრატების” მსგავსი პარტიები, რომლებიც ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას და ლგბტ-მოძრაობას აკრიტიკებენ.

“შვედი დემოკრატების მსგავსი პარტიების ნორმალიზაცია დიდი მუქარაა დემოკრატიისთვის და ეგრედ წოდებული ადამიანის უფლებებისთვის. შვედ დემოკრატებს ჯერ კიდევ აქვთ ჰომოფობიური, ნაციონალისტური, რასისტული და ქსენოფობიური პოლიტიკა, ეს არ შეცვლილა. მათი პოლიტიკა ჯერ კიდევ არ მოიცავს ყველას, ის ჯერ კიდევ უგულვებელყოფს უმცირესობებს,” – განაცხადა პოსტმა.

“შვედეთმა უნდა აკრძალოს ორგანიზაციები, რომლებიც რასიზმს იცავენ,” – დაამატა მან.

წყარო: https://voiceofeurope.com/2018/04/swedish-feminists-want-to-ban-parties-and-organisations-that-criticise-migration/#.WtThDtfKJps.twitter