შვედეთში შექმნილ მხოლოდ ქალების მუსიკალურ ფესტივალს, სადაც კაცებს დასწრება ეკრძალებათ, ტრანსგენდერები იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მათაც არ აუკრძალეს დასწრება

შვედეთში გახშირებული გაუპატიურებების გამო შექმნილ მხოლოდ ქალების მუსიკალურ ფესტივალს, სადაც კაცებს დასწრება ეკრძალებათ, ტრანსგენდერები იმის გამო აკრიტიკებენ, რომ აკრძალვა მხოლოდ ბიოლოგიურ მამაკაცებზე ვრცელდება და არ გულისხმობს იმ ტრანგენდერების აკრძალვას, ვინც ბიოლოგიურად ქალია, მაგრამ თავს კაცად მიიჩნევს.

ტრანსგენდერების განცხადებით, მხოლოდ ბიოლოგიური კაცების დასწრების აკრძალვა იმის გამოხატულებაა, რომ ფესტივალის ორგანიზატორები ტრანსგენდერებს, რომლებიც თავს კაცებად მიიჩნევენ, სრულფასოვან კაცებად არ აღიარებენ.

შვედეთში მხოლოდ ქალების მუსიკალური ფესტივალის დაარსება ფემინისტმა კომედიანტმა ქალმა, ემა ნაიკერმა მუსიკალურ ფესტივალებზე გახშირებული სექსუალური თავდასხმების გამო გადაწყვიტა. მისი აზრით, ფესტივალი, სადაც კაცებს დასწრება ეკრძალებათ, ერთგვარი პროტესტი იქნება ქალებზე ძალადობის ტალღის მიმართ.

მაგრამ ტრანსგენდერების პრეტენზიამ ფესტივალის ორგანიზატორები დააბნია. მათ განაცხადეს, რომ, რა თქმა უნდა, ისინი ტრანსგენდერებს სრულფასოვან კაცებად განიხილავენ და ამიტომ იმსჯელებენ, რა შეიძლება გაკეთდეს შექმნილ დილემასთან დაკავშირებით.

წყარო: http://www.breitbart.com/london/2017/09/17/transgender-row-swedens-man-free-music-festival/