ქართულ მარშს პარლამენტში შეაქვს კანონპროექტი, რომელიც ნარკომოვაჭრეებისთვის სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს

პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული მარშის” ოფისში ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც ორგანიზაციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ მოამზადეს და დღეს პარლამენტში შეაქვთ კანონპროექტი, რომელიც ნარკომოვაჭრეებისთვის სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ორგანიზაციის ლიდერების განცხადებით, კანონი არ ითვალისწინებს ნარკომომხმარებლებისთვის სანქციების გამკაცრებას და ისინი მიიჩნევენ, რომ ნარკოდამოკიდებულებს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში აუცილებელია სანქციების გამკაცრება.