ქართული ოცნება სახალხო დამცველის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, სოროსის არასამთავრობოების აქტიურ კადრს, ნინო ლომჯარიას განიხილავს

გამოცემა “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ქართული ოცნება სახალხო დამცველის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურ კადრს, ნინო ლომჯარიას განიხილავს.

ინტერპრესნიუსის სტატიის თანახმად, არსებობს ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე მმართველი გუნდი ყველაზე მეტად სწორედ ნინო ლომჯარიას თანამდებობას ლობირებს.

ნინო ლომჯარია 2004-2008 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მუშაობდა, ხოლო 2011 წლიდან 2015 წლამდე იკავებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

ორივე ამ ორგანიზაციას წლების განმავლობაში მსხვილი გრანტები აქვს მიღებული გლობალისტი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოსგან”.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/464538-mmarthveli-gundi-sakhalkho-damcvelis-thanamdebobaze-savaraudod-nino-lomjarias-kandidaturas-ganikhilavs.html