ქართული მარში “სახალხო პატრულს” ქმნის, რომლის მიზანიც უცხოელი არალეგალების მიერ თბილისის ქუჩებში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთა და გაკონტროლება იქნება

პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული მარში” “სახალხო პატრულს” ქმნის, რომლის მიზანიც თბილისის ქუჩებს უცხოელი არალეგალების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთა და გაკონტროლება იქნება.

ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განმარტებით, პატრულში გაწევრიანების სურვილი 300-მდე ახალგაზრდამ უკვე გამოთქვა. პატრულის წევრები 15-15 კაციან ჯგუფებად დაიყოფიან და თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ფორმით იმოძრავებენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მოდელი უკვე არსებობს ევროპის ქვეყნებში.