უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენთვის ევროპა ქრისტიანული კონტინენტია და ჩვენ გვინდა ის ამგვარად შევინარჩუნოთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპის ლიდერები ცდილობენ შექმნან შერეული საზოგადოება, რომელიც სრულიად შეცვლის კონტინენტის ქრისტიანულ და ეთნიკურ ბუნებას.

“ევროპელი ინტელექტუალების და პოლიტიკური ლიდერების ჯგუფი ცდილობს შექმნას შერეული საზოგადოება, რაც სულ რამდენიმე თაობაში სრულიად შეცვლის კონტინენტის კულტურულ, ეთნიკურ და ქრისტიანულ ბუნებას,” – განაცხადა მან.

“ჩვენთვის ევროპა ქრისტიანული კონტინენტია და ჩვენ გვინდა, რომ ის ამგვარად შევინარჩუნოთ, და თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია მთელი ევროპის დაცვა, ჩვენ მისი იმ პატარა ნაწილის დაცვას მაინც ვეცდებით, რომელიც ღმერთმა უნგრელებს არგუნა,” – ასევე განაცხადა ორბანმა.

წყარო: http://www.breitbart.com/london/2017/10/12/hungarian-pm-protect-middle-east-christians-persecution-europe/