უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ, ევროპელები ქრისტიანები ვართ და ევროპული ცხოვრების ფუნდამენტი შეტევის ქვეშაა, ეს ქრისტიანულ კულტურაზე შეტევაა

უგრულ პრესაში გამოქვეყნებულ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართვაში ნათქვამია:

“ევროპული ცხოვრების ფუნდამენტი შეტევის ქვეშაა. ჩვენ არ გვინდა ჩვენი საშობაო ბაზრობებისთვის სახელის გადარქმევა და ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ბეტონის ბლოკების უკან დამალვა. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი საშობაო მასები გარშემორტყმული იყოს შიშით და მწუხარებით. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ქალები, ჩვენი ქალიშვილები შეავიწროვოს საახალწლოდ გამოსულმა ბრბომ.”

“ევროპის იმუნური სისტემა გამიზნულად დაასუსტეს. მათ უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ ისინი, ვინც ვართ. მათ უნდათ, რომ ჩვენ ვიქცეთ იმად, რაც არ ვართ. მათ უნდათ, რომ ჩვენ შევერიოთ სხვა სამყაროს ხალხებს და შევიცვალოთ, რათა ამ ყველაფრის მიღწევა გაუიოლდეთ. საშობაო სანთლების შუქში ჩვენ ცხადად ვხედავთ ქრისტიანულ კულტურაზე შეტევას, ევროპის დაშლის მცდელობას,” – ასევე განაცხადა ორბანმა.

წყარო: https://voiceofeurope.com/2017/12/viktor-orbans-christmas-message-we-dont-want-to-rename-our-christmas-markets-and-retreat-behind-concrete-blocks/