ტრანსგენდერმა კაცებმა, რომლებიც თავს ქალებად მიიჩნევენ, იურიდიულად მათი ქალებად აღიარების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს

დღეს, 13 მარტს ტრანსგენდერმა მამაკაცმა, მირანდა ფაღავამ, რომელიც თავს ქალად მიიჩნევს, პირადობის მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის და იურიდიულად მისი ქალად აღიარების მოთხოვნით სარჩელი მთავარ პროკურატურაში შეიტანა.

ფაღავას და სხვა ტრანსგენდერი და ფემინისტი აქტივისტების აზრით, სქესის იურიდიული ცვლილებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციის საჭიროება უნდა გაუქმდეს და ამ ცვლილებისთვის საკმარისი იყოს მხოლოდ სქესის შეცვლის მსურველის შემთხვევაში გენდერული დისფორიის არსებობის დამადასტურებელი ფსიქოლოგიური დიაგნოზი.

ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაღავა და სხვა აქტივისტები მოითხოვენ, რომ მამაკაცი, რომელსაც აქვს მძიმე ფსიქიკური დარღვევა და თავი ქალად მიაჩნია, იურიდიულად ქალად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ამ ფსიქიკური დარღვევიდან გამომდინარე არსებული წარმოდგენის საფუძველზე.

გუშინ, 12 მარტს ტრანსგენდერმა კაცებმა, რომლებიც თავს ქალებად მიიჩნევენ, მათი ქალებად აღიარების მოთხოვნით, პეტიცია იუსტიციის მინისტრის სახელზეც შეიტანეს.