ტრამპმა ტვიტერზე გააზიარა ბრიტანელი ანტი-ისლამისტი აქტივისტის პოსტები, სადაც მუსლიმების მიერ ჩადენილი სისასტიკეებია ასახული

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარ პროფილზე გააზიარა ბრიტანული პატრიოტული, ანტი-ისლამური პოლიტიკური ორგანიზაცია Britain First-ის ლიდერის, ჯაიდა ფრანსენის პოსტები, სადაც მუსლიმების მიერ ჩადენილი სისასტიკეებია ასახული.

ტრამპის მიერ გაზიარებულ ერთ-ერთ პოსტში მოცემულია ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ სცემს წაქცეულ ადამიანს უცნობი მამაკაცი, ხოლო ვიდეოს აღწერაში განმარტებულია, რომ მუსლიმი მამაკაცი ჰოლანდიელ ხეიბარ ბიჭს ფიზიკურად უსწორდება.

კიდევ ერთ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ აგდებს ხალხის ჯგუფი ადამიანს კორპუსის სახურავიდან და აღწერაში განმარტებულია, რომ ვიდეოზე მუსლიმების ჯგუფი მოზარდ ბიჭს აგდებს სახურავიდან.

ტრამპის მიერ გაზიარებულ მესამე ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ამტვრევენ მუსლიმები ღვთისმშობლის ქანდაკებას.

წყარო: http://www.breitbart.com/london/2017/11/29/trump-retweets-controversial-britain-first-activist-jayda-fransen/