ტრამპი: “ყალბი საინფორმაციოები” ისევ და ისევ ერთი და იგივე ნეგატიურ ამბებს ატრიალებენ, გასაკვირი არ არის, რომ ხალხი მედიას აღარ ენდობა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, “ყალბი საინფორმაციოები” ისევ და ისევ ერთი და იგივე ნეგატიურ ამბებს ატრიალებენ და გასაკვირი არ არის, რომ ხალხი მედიას აღარ ენდობა.

“რამდენი პოზიტიური ამბავი ხდება აშშ-ში, ყალბ საინფორმაციო მედიას კი უბრალოდ არ უნდა იქით წასვლა, ისევ და ისევ ერთი და იგივე ნეგატიური ამბები,” – დაწერა მან ტვიტერზე.

“გასაკვირი არ არის, რომ ხალხი მედიას აღარ ენდობა, ვისი რეიტინგიც ისტორიის მანძილზე ყველაზე დაბალ დონეზეა დაცემული,” – ასევე დაწერა მან.

წყარო: http://www.breitbart.com/big-government/2018/02/11/donald-trump-fake-news-running-same-negative-stories-over-and-over-again/?utm_source=facebook&utm_medium=social