ტრამპი რუსეთს ემუქრება: რუსეთი აცხადებს, რომ სირიისკენ გაშვებულ რაკეტებს ჩამოყრის. მოემზადე რუსეთო, რადგან რაკეტები მოვა

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთსა და აშშ-ს შორის წარმოქმნილ დაძაბულობას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრი განცხადებებით გამოეხმაურა.

“რუსეთი აცხადებს, რომ ჩამოყრის სირიისკენ გაშვებულ ყველა რაკეტას. მოემზადე, რუსეთო, რადგან ისინი მოვლენ, კარგები და “ჭკვიანები”! თქვენ არ უნდა იყოთ იმ გაზით მკვლელი ცხოველების პარტნიორები, ვინც საკუთარ ხალხს ხოცავს და სიამოვნებას იღებს ამით,” – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

“ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან დღეს უარესია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მათ შორის, ცივი ომის დროსაც. ამისი მიზეზი არ არსებობს. რუსეთს სჭირდება, რომ ჩვენ დავეხმაროთ მის ეკონომიკას, რისი გაკეთებაც ძალიან ადვილი იქნება და ჩვენ გვინდა, რომ ყველა ნაციამ ერთად იმუშაოს. შეწყდეს შეიარაღების რბოლა?”– ასევე დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

წყარო: https://twitter.com/realDonaldTrump