ტრამპი ექვსი ისლამური ქვეყნიდან აშშ-ში მოგზაურობაზე აკრძალვის ახალი საიმიგრაციო აკრძალვით ჩანაცვლებას აპირებს, რომელიც უფრო მეტ ქვეყანაზე გავრცელდება 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი ექვსი ისლამური ქვეყნიდან აშშ-ში მოგზაურობაზე არსებული აკრძალვის ახალი საიმიგრაციო აკრძალვით ჩანაცვლებას აპირებს, რომელიც უფრო მეტ ქვეყანაზე გავრცელდება.

სავარაუდოდ ახალ საიმიგრაციო ბრძანებაში აკრძალვა რაიმე კონკრეტულ ქვეყნებს კი არ შეეხება, არამედ გაწერილი იქნება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული კრიტერიუმები და სხვადასხვა ქვეყნების შემთხვევაში აკრძალვები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეესაბამებიან ეს ქვეყნები არსებულ კრიტერიუმებს.

ვარაუდობენ, რომ ახალი საიმიგრაციო ბრძანების პირობებში აკრძალვები იმაზე მეტ ქვეყანას შეეხება, ვიდრე წინა ბრძანების შემთხვევაში იყო.

წყარო: http://www.independent.co.uk/news/world/americas/us-politics/trump-muslim-ban-scrap-restrictions-travel-countries-list-reports-a7961956.html