სენატორი ტედ კრუზი ცუკერბერგს: ბევრი ამერიკელი შეშფოთებულია, რომ ფეისბუქი მიკერძოებულია და ბლოკავს კონსერვატიულ მხარეს

სამშაბათს ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის კონგრესში სენატორების წინაშე წარდგა და მათ კითხვებს უპასუხა.

შეხვედრის დროს სენატორმა ტედ კრუზმა ცუკერბერგს მწვავე კითხვები დაუსვა ფეისბუქის ადმინისტრაციის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ბევრი ამერიკელი ძალიან შეშფოთებულია, რომ ფეისბუქი პოლიტიკურად მიკერძოებულია და ბლოკავს და ზღუდავს კონსერვატიული მხარის გვერდებს და ინფორმაციებს.

წყარო: https://www.cbsnews.com/news/sen-ted-cruz-grills-mark-zuckerberg-facebook-political-bias/