საქართველოს სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის ისტორიის სწავლება აღდგეს

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის ისტორიის სწავლება აღდგეს.

მინისტრის შეფასებით, საგანი არჩევითი უნდა იყოს და ის ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.

შესაძლოა, განათლების სამინისტროს პოზიცია უკავშირდებოდეს პატრიარქის მიერ ერთ-ერთ ქადაგებაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ სკოლებში რელიგიური საკითხების სწავლება აუცილებელია.