საქალაქო სასამართლომ პატიმრების წამებაში ბრალდებულებს მხოლოდ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა მაშინ, როცა ქუჩაში შავკანიანების ცემისთვის ქართველ ახალგაზრდებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ბრალდებული N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების 7 თანამშრომლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 5 ბრალდებულს 3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ხოლო დანარჩენ 2 ბრალდებულს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“საქმის მასალების თანახმად, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, სისტემატიურად ახორციელებდნენ პატიმრებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას.” – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საინტერესოა, რომ სასამართლომ, რომლემაც პატიმრების სისტემატიურ წამებაში დამნაშავე პირების ნაწილს მხოლოდ 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მანამდე ქართველ ახალგაზრდებს, რომლებმაც ქუჩაში შავკანიან მამაკაცებს დაარტყეს, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ტრანსგენდერის მსუბუქად ცემისთვის დაპატიმრებულ ახალგაზრდას, ანუ მსუბუქ დანაშაულზე დაპატიმრებულ პირს, სასამართლოს მსვლელობის პროცესში პატიმრობა განუსაზღვრა.

წყარო: http://liberali.ge/news/view/34119/tsamebashi-braldebuli-gldanis-tsikhis-7-tanamshromeli-sasamartlom-damnashaved-tsno