საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის მცხოვრებლებმა ქალაქის ტერიტორიაზე მიგრანტების ჩასახლების შესაჩერებლად მომავალი საიმიგრაციო თავშესაფრის შესასვლელი ღობით გადაკეტეს

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პატარა ქალაქში ადგილობრივმა მოსახლეობამ 18 მეტრის სიგრძის ღობით გადაკეტა ყოფილი სასტუმროს შესასვლელი, რომელშიც ხელისუფლება მიგრანტების შესახლებას გეგმავს.

ღობის ასაშენებლად ქალაქის მცხოვრებლები ღამით, ჩუმად მუშაობდნენ.

მათი განცხადებით, ყოფილი სასტუმროს მიგრანტების თავშესაფრად გადაკეთების საკითხში ხელისუფლებამ მოსახლეობის აზრი არ გაითვალისწინა.

ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ხალხის აზრი. ჩვენ გვეშინია მიგრანტების, გვეშინია იმ ზიანის, რომელიც მათ ქალაქს შეიძლება მიაყენონ, – აცხადებენ ქალაქის მცხოვრებლები.

წყარო: http://www.breitbart.com/london/2017/07/26/locals-build-wall-hotel-migrants/