სანდრო ბრეგაძე: ზოგიერთი, ვინც 90-იანებში ყაჩაღობებით და მკვლელობებით იყო ცნობილი, დღეს წარმატებულია, მათ პასუხი არავინ მოთხოვა და მათი დაუსჯელობაა იმ სისასტიკის მიზეზი, რომელსაც დღეს ზოგიერთი ახალგაზრდა სჩადის

მოძრაობა „ეროვნულების” და „ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ფეისბუქში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში-80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა.ამასწინათ ერთი ჩემი თაობის მკვლელი გადამეყარა,2 ანგელოზივით ბიჭი მოკლა 1992 წელს უნივერსიტეტთან,ეს ნაძირალა მილიონერი გამხდარა და ისეთი პატივით ეპყრობოდა გარშემო მყოფები,რომ გული ამერია.90-იანების მკვლელობებს ერთი უხილავი ხელი მართავდა,უხილავი ხელი რომელმაც ახალი ქართული ბიზნეს-ელიტა და ბომონძღი შვა,მილიონერები რომლებიც 90-იან წლებში ყაჩაღობით და მკვლელობით იყვნენ ცნობილები,ზოგიერთი მათგანი პოლიტიკოსი,დეპუტატი,მინისტრიც კი გახდა,არავინ დასჯილა არც კანონიერი პრეზიდენტის დამხობისთვის,არც თბილისის დაყაჩაღებისთვის,არც სამეგრელოს აოხრებისთვის,არც მკვლელობებისთვის და არც არაფრისთვის.–ეს მაგალითი დაუტოვა 90-იანების თაობამ მომავალ თაობებს.დგას და ფიქრობს დღევანდელი 16 წლის ნაძირალა-მკვლელი,რომ იმას თუ შერჩა და დღეს დიდი კაცია,მეც შემრჩება და მეც დიდი კაცი გავხდებიო,ესაა არსი იმ სისასტიკისა რომელსაც აგერ ამ დღეებში წავაწყდით.ხო და ბოლოს-ჯაბა იოსელიანის პანთეონს მოუარეთ და შევარდნაძეს სახლ-მუზეუმი გაუხსენით,ხოლო კიტოვანი როცა ჩაძაღლდება გმირივით დაკრძალეთ-ეს არ დაგავიწყდეთ და კიდევ ბევრი ნაძიარალას დაფასება გახადეთ მაგალითად მომავალი თაობებისთვის.არააა!!! ჩემი საქართველო ეს ნაღდად არ არის!!!”