პოლიციამ “ქართული მარშის” კიდევ ორი წევრი დააკავა, ოთხშაბათს “რუსთავი 2”-ის ოფისთან საპროტესტო აქცია იგეგმება

დღეს სამართალდამცავებმა საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” კიდევ ორი წევრი, ოლეგ დანგაძე და დევი ჩილიაშვილი დააკავეს.

“ქართული მარშის” ლიდერების განცხადებით, გიორგი გაბუნიას შეურაცხყოფისთვის დაკავებული 8 ახალგაზრდის გამოშვების მოთხოვნით ოთხშაბათს, 4 აპრილს, რუსთავი ორის ოფისთან გაიმართება საპროტესტო აქცია.