საიტ WikiLeaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა გამოაქვეყნა წერილები, რომლებითაც დასტურდება, რომ ფეისბუქის ხელმძღვანელობა კლინტონის საარჩევნო კამპანიასთან თანამშრომლობდა და მის დახმარებას ცდილობდა

საიტ WikiLeaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა გამოაქვეყნა წერილები, რომლებითაც დასტურდება, რომ ფეისბუქის მმართველი ფიგურები კლინტონის საარჩევნო კამპანიის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ და არჩევნებში მის დახმარებას ცდილობდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ ასანჟის მიერ გავრცელებული წერილები პასუხია აშშ-ს კანონმდებლების მხრიდან სოც-ქსელების მიმართ გაჟღერებულ მოთხოვნაზე, რომ სოც-ქსელების ადმინისტრატორებმა შეისწავლონ 2016 წლის აშშ-ს არჩევნებში სოც-ქსელების მეშვეობით რუსეთის შესაძლო ჩარევის მასშტატები, ასევე ფეისბუქის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის მიერ გაჟღერებულ შეფასებაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის მხრიდან მართლაც ჰქონდა ფეისბუქზე საეჭვო აქტივობას ადგილი და ამასთან დაკავშირებით ფეისბუქი გარკვეული რეგილაციების შემოღებას აპირებს.

ასანჟის მიერ გავრცელებულ იმეილებში მოცემულია ფეისბუქის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის და ფეისბუქის მაღალჩინოსნის, შერილ სანდბერგის მიმოწერები ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელთან, ჯონ პოდესტასთან, სადაც ფეისბუქის მმართველები კლინტონის მხარდაჭერას აფიქსირებენ და კლინტონის დახმარებაზე საუბრობენ.

“პოდესტას იმეილები ცხადყოფს, რომ ფეისბუქის მთავარ ოპერატიულ დირექტორს, შერილ სანდბერგს ძალიან უნდოდა ჰილარი კლინტონის გამარჯვება, ჩაატარა მისთვის კვლევა 2015 წელს და რამდენჯერმე პირადად შეხვდა მას,” – დაწერა ამასთან დაკავშირებით ასანჟმა ტვიტერში.

წყარო: https://milo.yiannopoulos.net/2017/09/assange-podesta-emails-show-facebook-colluded-with-clinton/