საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სტამბულში მდებარე აია-სოფიას ტაძარში ყურანის კითხვა და საჯარო ისლამური ლოცვა, რომელიც თურქული ტელევიზიით გადაიცა

ხუთშაბათს საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც უკმაყოფილება გამოხატა თურქეთის ხელისუფლების მიერ სტამბულში მდებარე აია-სოფიას ტაძარში მოწყობილი ისლამური ლოცვის და ყურანის კითხვის გამო, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.

საბერძნეთის განცხადებაში აღნიშნულია აია სოფიას ისტორიული მნიშვნელობა, ასევე მისი დიდი მნიშვნელობა ქრისტიანული რელიგიისთვის:

“აია-სოფია იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობაა. ყურანის კითხვის, ისლამური ლოცვის მოწყობის და სხვა ნაბიჯების მეშვებით მისი მეჩეთად გადაქცევის მცდელობა საერთაშორისო საზოგადოების შეურაცხყოფაა და საჭიროა მობილიზაცია და ერთიანი პასუხი ამ ნაბიჯზე.

ეს ცალსახად მიუღებელი გამოწვევაა მთელი მსოფლიოს ქრისტიანების რელიგიური გრძნობებისთვის და ზოგადად ყველასთვის, ვინც მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობას პატივს სცემს.

ჩვენ თურქეთს მოვუწოდებთ, მოიქცეს როგორც თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყანა, დაიცვას აია-სოფიას ეკუმენური შინაარსი და პატივი სცეს ამ მსოფლიო მემკვიდრეობის ნიმუშის საუკუნოვან ტრადიციებს.”

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოხატა უკმაყოფილება თურქეთის მიერ მოწყობილი ღონისძიების მიმართ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ისლამური ლოცვები აია-სოფიაში პერიოდულად 2015 წლიდან აღევლინება.

ამ საკითხის მიმართ საბერძნეთის აღშფოთება წელს განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც თურქული პარტია “დიდი ერთობის” ლიდერმა, მუსტაფა დესტიჯიმ უკიდურესად გამომწვევი განცხადება გააკეთა ამ თემაზე:

“დაე გაიგოს საბერძნეთმა და მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ, რომ აია-სოფია მეჩეთია. ალლაჰის კურთხევით, მალე იქ ისევ ჩატარდება რელიგიური ცერემონიები და აღევლინება ლოცვები,” – განაცხადა დესტიჯიმ.

წყარო: http://www.breitbart.com/national-security/2017/06/23/greek-foreign-ministry-condemns-reading-muslim-prayers-hagia-sophia-istanbul/