სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ანკეტაში ცრუ ინფორმაციის მითითების გამო ჩამოართვეს

დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, უკვე დადასტურდა.

დასახელდა ასევე მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებიც. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს მოქალაქეობა შესაბამის ანკეტაში ცრუ ინფორმაციის მითითებისთვის ჩამოერთვა. კერძოდ, შევსებულ დოკუმენტებში სააკაშვილს მითითებული ჰქონდა, რომ ის არც უკრაინაში და არც უკრაინის ფარგლებს მიღმა გამოძიბის ქვეშ არ იმყოფებოდა, თუმცა ცნობილია, რომ იმ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სააკაშვილს პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, უკრაინის კანონი მოქალაქეობასთან დაკავშირებით სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

წყარო: https://ru.tsn.ua/politika/saakashvili-lishili-ukrainskogo-grazhdanstva-migracionnaya-sluzhba-902635.html