სააკაშვილი: ჩვენი მმართველობის დროს არაბებს თავისთვის სარეზერვოდ საქართველოში მიწების ყიდვა უნდოდათ

რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ტელეინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არაბული ქვეყნები საქართველოში თავისთვის სარეზერვოდ მიწების ყიდვის სურვილს გამოთქვამდნენ, რათა საკვების დეფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში ამ მიწებზე მოყვანილი მოსავალი საკუთარი მოსახლეობის გამოსაკვებად გამოეყენებინათ:

“ჩვენს დროსაც იყო შემოთავაზებები, მაგალითად იყო თავის დროზე ერთი-ორი არაბული ქვეყნისგან შემოთავაზება, რომ მოდით, ვიყიდით მიწებს იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენთვის სარეზერვოდ, რომ როდისღაც მომავალში შიმშილი იქნება მათი გათვლით, და მთელ მსოფლიოში შევისყიდით მიწებს და მერე მოვიყვანთ იქ პროდუქტებს და თავის თავს გამოვიკვებავთ. მე ვუთხარი, არ მივცემთ… კი, მაშინ დიდ ფულს გვთავაზობდნენ, მაგრამ ესე ჩვენ მიწას არ მივცემთ. მიწა უნდა მუშაობდეს ეკონომიკაზე. რას ნიშნავს, მივცეთ, რომ ისე სადღაც ეგდოს ქართული მიწა?!” – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ჩანს, იმ ვითარებაში, როცა სააკაშვილის პარტია და მის მიერ მართული ტელევიზია, რუსთავი 2 აქტიურად უპირისპირდებიან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების და უცხოელებზე მიწების გაყიდვის შეზღუდვის მოთხოვნებს, სააკაშვილმა თვითონაც ვერ შეამჩნია, თავისდაუნებურად როგორ ჩამოაყალიბა ინტერვიუში, რა რეალური საფრთხეების შემცველია უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვა და თავისი პირით აღიარა, რომ არაბები საქართველოში მიწების შესყიდვას და გამოყენებას მკაფიოდ საკუთარი სტრატეგიული ინტერესებისთვის გეგმავდნენ ისე, რომ ამ მიწების გაყიდვით საქართველო ვერანაირ ეკონომიკურ სარგებელს ვერ მიიღებდა.

წყარო: https://www.facebook.com/ANTILIBERALURI/videos/1831009823879981/