როტერდამის მუსლიმი მერი: ყველა მუსლიმი გარკვეული, მცირე ხარისხით სალაფიტია
ჰოლანდიის მეორე ყველაზე დიდი ქალაქის, როტერდამის მუსლიმმა მერმა, აჰმედ აბუთალებმა ერთ-ერთ რადიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველა მუსლიმი გარკვეული, მცირე ხარისხით სალაფიტია.
ცნობისათვის, სალაფიზმი ისლამის რადიკალური მიმდინარეობაა.
“მუსლიმს, რომელიც არის სალაფიტი, უნდა, რომ წინასწარმეტყველივით (მუჰამედი) გამოიყურებოდეს,” – განაცხადა მერმა.
“ყველა მუსლიმი მცირე ხარისხით სალაფიტია,” – ასევე განაცხადა მან.