რომის პაპის განცხადებით, მიგრანტების უფლებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნაციონალური უსაფრთხოება

ორშაბათს რომის პაპმა ევროპის პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, დაიცვან მიგრანტები და განაცხადა, რომ მიგრანტების პირადი უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვნად უნდა მიიჩნეოდეს, ვიდრე ევროპის ქვეყნების ნაციონალური უსაფრთხოება.

მან ევროკავშირის ლიდერებს მიგრანტებისთვის ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ და ლეგალურად შესვლის უფრო ფართო ვარიანტების მიცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მიგრანტების ღირსება პატივცემული უნდა იყოს, განურჩევლად მათი ლეგალური ან არალეგალური სტატუსისა.

“ადამიანის პიროვნების ცენტრალურობის პრინციპი ჩვენ გვავალდებულებს, ყოველთვის მივანიჭოთ პრიორიტეტი პირად უსაფრთხოებას ნაციონალურ უსაფრთხოებასთან შედარებით,” – განაცხადა მან.

წყარო: https://www.reuters.com/article/us-migrants-pope-idUSKCN1B11RX