რამდენიმე დღის წინ ნაცემი ტრანსგენდერის ადვოკატი აცხადებს, რომ მუხლი, რომლითაც ახლა საქმე იწარმოება, “მხოლოდ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას” ითვალისწინებს და დამნაშავე უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს

რამდენიმე დღის წინ ნაცემი ტრანსგენდერის, მირანდა ფაღავას ადვოკატი, ელისო რუხაძე აცხადებს, რომ მუხლი, რომლითაც ახლა საქმე იწარმოება, “მხოლოდ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას” ითვალისწინებს, რაც, ადვოკატის შეფასებით, ძალიან ცოტაა, ამიტომ საქმეს უნდა დაემატოს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლი.

„ჯანმრთელობის დაზიანების შესაბამისი მუხლი უნდა დაემატოს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეს და ასევე აუცილებლად უნდა დაემატოს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლი. ამჟამად მირანდა ფაღავას საქმე წარმოებულია 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არის ძალადობის მუხლი და მხოლოდ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას მოიცავს, თუმცა მოცემულ დანაშაულთან მიმართებით ეს არის ძალიან მცირე სასჯელი, ვინაიდან საკმაოდ მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი. მით უმეტეს, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე.“ – აცხადებს ტრანსგენდერის ადვოკატი.

ტრანსგენდერი მირანდა ფაღავა ბიოლოგიურად მამაკაცია, რომელიც თავს ქალად მიიჩნევს და ქუჩაში ქალის სამოსით მოძრაობს. მისი განცხადებით, 28 იანვარს მას თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ახალგაზრდა მამაკაცი შსს-მ გუშინ დააკავა და გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

წყარო: https://1tv.ge/news/transgenderi-qalis-advokati-gamodziebis-gagrdzelebas-damamcirebeli-da-araadamianuri-mopyrobis-mukhlitac-itkhovs/