პოლონური მარში: პოლონეთში ათასობით ნაციონალისტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მარში გამართა

პოლონეთში ათასობით ნაციონალისტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მარში გამართა. ნაციონალისტების მარში უკანასკნელი წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ღონისძიება იყო და დამსწრეთა რაოდენობით დაჩრდილა დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღნილი ოფიციალური ღონისძიება და სხვა პატრიოტული შეკრებები.

მსვლელობის მონაწილეები მარშირებდნენ სლოგანით: “ჩვენ გვინდა ღმერთი”.

წყარო: https://www.yahoo.com/news/eus-tusk-joins-independence-day-events-polish-homeland-115409885.html