პოლონეთი და უნგრეთი მათ მიმართ საფრანგეთის პრეზიდენტის მწვავე განცხადებას კრიტიკით პასუხობენ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მწვავე განცხადებას, რომ ევროკავშირი სუპერმარკეტი არ არის, სადაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თავისუფლად შეუძლიათ აირჩიონ და აიღონ ევროკავშირის წევრობის მათთვის მოსაწონი ნაწილები ისე, რომ პატივი არ სცენ ბლოკის ფასეულობებს, პოლონეთის და უნგრეთის ლიდერებმა კრიტიკით უპასუხეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი: “მისი დასაწყისი იმედისმომცემი არ არის. მას ეგონა, რომ შეეძლო თავში წამოერტყა ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის. მაგრამ აქ საქმეები ასე არ კეთდება”.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კი მაკრონი აღმოსავლეთ ევროპის ქვყნებისადმი მიკერძოებულად უარყოფით დამოკიდებულებაში დაადანაშაულა: “ჯობია ფაქტებით ილაპარაკო და არა სტერეოტიპებით”,

წყარო: https://www.reuters.com/article/us-eu-summit-macron-easteurope-idUSKBN19D2HS