პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო: დემოგრაფიული თვალსაზრისით კატასტროფული პრობლემის წინაშე ვართ

საპატრიარქოში გამართულ დემოგრაფიულ ფორუმზე პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა და ეს თემა ეკლესიისთვის და პატრიარქისთვის მუდმივი ზრუნვის საგანია.

„თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მოღვაწეობის ერთ ერთი მთავარი მიმართულება იყო და არის სწორედ დემოგრაფიული საკითხები, ჩვენი ერის გამრავლების, ახალგაზრდობის თემატიკა. ხშირად ამბობთ თქვენც ჩვენი ერის იდეაზე, მომავალზე, ჩვენს ისტორიულ გზებზე საუბრობთ და ქრისტიანულ ფილოსოფიაში გამოთქმულა ასეთი აზრი, რომ ეროვნული იდეისთვის საუკეთესო არის ოჯახი.

იმდენად აქტუალურია და იმდენად დიდი პრობლემების წინაშე ვართ ჩვენ დემოგრაფიული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას კატასტროფული პრობლემის წინაშე ვართ, ამიტომ ამ ფონდის მოღვაწეობა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მეუფე შიომ.