საზმაუს ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო გედევან ფოფხაძე უმრავლესობას ტოვებს

პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება, რადგან პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი პარლამენტში ხმებს არ უნდა იღებდეს.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე 55 ხმით აირჩია. კაკაბაძის კანდიდატურის წინააღმდეგ 12 წავიდა.