პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა გენდერულ კვოტირებას, რომლის მიხედვითაც ყველა პარტია ვალდებული იქნება საარჩევნო სიების ნახევარი ქალებით დააკომპლექტოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა გენდერულ კვოტირებას, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია ვალდებული იქნება, რომ მათი საარჩევნო სიების ყოველი მეორე წევრი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საარჩევნო სიების ნახევარი ქალებით დააკომპლექტოს.

კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომელიც ამ კვოტირების პრინციპს არ დაიცავს, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას.

კანონს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის 8 წევრმა დაუჭიდა მხარი და მხოლოდ 1 წავიდა წინააღმდეგი.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: “საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას პარტიებს დაევალოთ დაიცვან სქესთა ბალანსი, ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარადგინონ განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას.გარდა ამისა, პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.”

თუ კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ კანონს პარლამენტიც მხარს დაუჭერს, საარჩევნო კოდექსში შევა შესაბამისი ცვლილებები და პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში გენდერული კვოტირება ამ ძალიან რადიკალური ფორმით საქართველოში ოფიციალურად დაკანონდება.