პარიზში რესტორანში მანქანა შევარდა, დაღუპულია 13 წლის გოგო, კრიტიკულ მდგომარეობაშია 4 ადამიანი

პარიზში ერთ-ერთ რესტორანში BMW-ს მარკის მანქანა შევარდა, დაღუპულია 13 წლის გოგო, დაშავებულია სულ ცოტა 10 ადამიანი, მათგან 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მანქანას 39 წლის მამაკაცი მართავდა. ის ადგილზევე დააპატიმრეს.

პოლიცია მიიჩნევს, რომ მძღოლი გამიზნულად შეეჯახა რესტორანს.

წყარო: http://www.express.co.uk/news/world/841087/Paris-car-attack-terror-mowed-down-people-pizza-restaurant-seine-et-marne