პაკისტანში სოფლის საბჭო მოზარდი გოგოს საჯარო გაუპატიურების ბრძანების გაცემისთვის დააპატიმრეს

პაკისტანში პოლიციამ დააპატიმრა ერთ-ერთი სოფლის 25 მცხოვრები მას შემდეგ, რაც სოფლის საბჭომ ახალგაზრდა მამაკაცს სამაგიეროს გადახდის მიზნით მოზარდი გოგოს საჯარო გაუპატიურება უბრძანა.

სოფლის საბჭომ 20 წლის მუჰამედ აშფაქს 16 წლის გოგოს გაუპატიურება იმის გამო უბრძანა, რომ გოგოს ძმას მუჰამედ აშფაქის 12 წლის დის გაუპატიურება ბრალდებოდა. ამ გზით აშფაქის ოჯახს მოძალადის ოჯახისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა და მისი და საჯაროდ გაეუპატიურებინა.

18 ივლისს 16 წლის გოგო სოფელში, საბჭოს წევრების თვალწინ გააუპატიურეს.

ძალადობის შესახებ გოგოს დედამ პოლიციაში განაცხადა. ამ მხეცური დანაშაულის გამო პაკისტანის პოლიციამ 25 ადამიანი, მათ შორის სოფლის საბჭოს 24 წევრი დააპატიმრა.

სახელმწიფოს და პოლიციის მიერ გაწეული აქტიური ბრძოლის მიუხედავად, ოჯახის ღირსების აღდგენის მიზნით ჩადენილი გაუპატიურებები პაკისტანის პენჯაბის რეგიონის სამხრეთ ნაწილში ჩვეულ მოვლენად რჩება.

მსგავსი სოფლის საბჭოები ასევე უკანონოდ ითვლება, მაგრამ ბევრ მიყრუებულ, ღარიბ სოფელში მოსახლეობა პოლიციასთან კონტაქტს ერიდება და სოფლის საბჭოების მეშვეობით ცდილობს კონფლიქტების მოგვარებას.

წყარო: https://www.nytimes.com/2017/07/27/world/asia/pakistan-girl-rape-council-arrest.html