ოთხშაბათს თბილისში, რუსთავი 2-ის ოფისთან ეროვნული ძალები გამართავენ საპროტესტო აქციას გიორგი გაბუნიას გინებისთვის დაკავებული 8 ახალგაზრდის გათავისუფლების მოთხოვნით

ოთხშაბათს, 4 აპრილს, 19:00 საათზე თბილისში, რუსთავი 2-ის ოფისთან ეროვნული ძალები გამართავენ საპროტესტო აქციას გიორგი გაბუნიას გინებისთვის დაკავებული 8 ახალგაზრდის გათავისუფლების მოთხოვნით.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ აქციის ანონსებში ნათქვამია, რომ ეს არ არის რომელიმე ცალკეული ორგანიზაციის აქცია, ეს არის ყველა ეროვნული ძალის ერთიანი პროტესტი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ოფისთან განვითარებული მოვლენების შედეგად, როცა მარშის წევრებმა ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებული ქრისტიანების რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი განცხადება გააპროტესტეს და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, 8 პირია დაკავებული.