ნიგერიელებსა და ქართველებს შორის მომხდარი ჩხუბის ვიდეოს ავტორი: თავიდან ფერადკანიანები ურტყამდნენ ერთ ქართველს და შემდეგ ამ ქართველს მეზობლები მიეშველენ

ბელიაშვილის ქუჩაზე ნიგერიელებსა და ქართველებს შორის მომხდარი ჩხუბის ვიდეოს ავტორმა, ალიონა მაკარცოვამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ თავიდან მან ფანჯრიდან დაინახა, სტადიონზე ფერადკანიანები როგორ ურტყამდნენ ერთ ქართველს, შემდეგ ის წავიდა ტელეფონის ასაღებად, რათა ჩხუბის ვიდეო გადაეღო, და როცა ფანჯარასთან დაბრუნდა, დაინახა, რომ ქართველის დასახმარებლად უკვე მეზობლებიც იყვნენ მოსულები.

“ხმაურზე გავიხედე ფანჯარაში და რომ დავინახე, ჩოჩქოლი იყო ჩვენს სტადიონზე, ეს ფერადკანიანები უტყამდნენ ქართველს, ანუ სცემდნენ თუ ურტყამდნენ, როგორც ამბობენ (იგულისხმება, ქართულად როგორც ითქმის), და ამ ემოციებში გავიქეცი, მეთქი, ტელეფონს ავიღებ და გადავიღებ. და სანამ მე ტელეფონი ავიღე, დასატენად მქონდა დატოვებული ოთახში, და სანამ მე ტელეფონი ავიღე და ჩავრთე, უკვე ყველაფერი დაშლილი იყო, ანუ არ იყვნენ უკვე სტადიონზე ეს მამაკაცები და უკვე აქეთ იყვნენ გამოსულები. და რაც ვიდეოში ხედავთ, ეს არის უკვე ბოლო კადრები, რაც არის უკვე, მეზობლებიც რომ არიან დასახმარებლად მოსულები,” – განაცხადა ვიდეოს ავტორმა.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ვიდეოზე ჩანს, როგორ უსწორდებიან ადგილობრივები ფიზიკურად შავკანიან სტუდენტებს და მანამდე რა ხდებოდა, ვიდეოს ავტორმა უპასუხა, რომ მანამდე ფერადკანიანები ურტყამდნენ ერთ ქართველს.

“მანამდე იყო ჩხუბი ფერადკანიან მამაკაცებს და ქართველს შორის, ანუ ქართველს ურტყამდნენ,” – განაცხადა კადრების ავტორმა.

საინტერესოა, რომ ქართული ლიბერალური მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები პირველი დღიდან აქტიურად ავრცელებდნენ და იმეორებდნენ იმ ვერსიას, რომ ჩხუბი ქართველებმა დაიწყეს, მას რასისტული საფუძველი ჰქონდა და ამიტომ ჩხუბის მონაწილე ქართველები სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა დაისაჯონ, მაგრამ როგორც თვითმხილველების მონაყოლით ირკვევა, ჩხუბის დასაწყისში ნიგერიელი სტუდენტები ერთ ქართველს ურტყამდნენ და ადგილობრივი მცხოვრებლები მხოლოდ შემდეგ მივიდნენ ქართველის დასახმარებლად.

წყარო: https://www.facebook.com/ANTILIBERALURI/videos/1959772511003711/