მერკელი გაეროს: ევროკავშირს შეუძლია კიდევ 40 000 მიგრანტი მიიღოს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა გაეროს გეგმას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროკავშირში კიდევ 40 000 მიგრანტის მიღებასთან დაკავშირებით.

დევნილების საკითხში გაეროს კომისართან, ფილიპო გრანდისთან საუბარში მან განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, მიიღოს დევნილების თავისი წილი.

ფილიპო გრანდისთან და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, უილიამ ლეისი სვინგთან საუბარში მან დაასკვნა: “500 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ევროპას ამ რაოდენობასთან გამკლავება ნამდვილად შეუძლია.”

წყარო: http://www.breitbart.com/london/2017/08/13/merkel-un-european-union-take-more-migrants/