მერკელი აცხადებს, რომ არ ნანობს უკანასკნელ წლებში მის მიერ გატარებულ ღია კარის საიმიგრაციო პოლიტიკას

პრესასთან საუბრისას გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ ნანობს უკანასკნელ წლებში მის მიერ გატარებულ ღია კარის საიმიგრაციო პოლიტიკას.

გავლენიანი გერმანული გამოცემა the Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, რომ მას არანაირი შეცდომა არ დაუშვია ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შესულმა მილიონობით მიგრანტმა ქვეყანაში საგრძნობი პრობლემები გამოიწვია.

“საჭირო რომ გახდეს, თავიდან მივიღებდი იგივე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც 2015 წელს მივიღე. ეს ძალიან უჩვეულო სიტუაცია იყო და მე მივიღე გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩემი აზრით სწორი იყო პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით,” – განაცხადა მან.

წყარო: https://www.reuters.com/article/us-germany-election-idUSKCN1B70F2