ლონდონის გეების აღლუმს, რომელზეც გეი-აქტივისტებმა გამოიტანეს პროვოკაციული პლაკატები წარწერით “ალლაჰი გეია”, მუსლიმები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და ბოდიშს მოითხოვენ

ლონდონში 8 ივლისს ჩატარებულ გეი-აღლუმზე ლგბტ აქტივისტებმა მუსლიმების რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოიტანეს. პლაკატებზე “ალლაჰი გეია” და მსგავსი რადიკალურად პროვოკაციული ტექსტები იყო დაწერილი.

აღლუმმა ლონდონის მუსლიმურ საზოგადოებაში სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. მუსლიმები ასეთი პროვოკაციული პლაკატების დაშვების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, აცხადებენ, რომ ღონისძიება ისლამოფობიის გაღვივებაზე იყო მიმართული და ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

თავის მხრივ გეი-აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი არ ეთანხმებიან კრიტიკას და საერთოდ ცნება “ისლამოფობიის” არსებობას, რომ ისლამი გეების უფლებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასტიკად არღვევს და მათ აქვთ ამის წინააღმდეგ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება.

საინტერესოა, რომ გეი-აღლუმზე ქრისტიანობის და იესოს ისევე რადიკალურად შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული პლაკატებიც მრავლად იყო.

წყარო: http://www.pinknews.co.uk/2017/07/14/east-london-mosque-demands-apology-for-allah-is-gay-placards-at-london-pride/?utm_source=PNFB&utm_content=BB