ლიბერალურ გამოცემა The Guardian-ში დაბეჭდილი სტატია ხალხს გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად ნაკლები შვილის გაჩენას ურჩევს

ლიბერალურ გამოცემა The Guardian-ში დაბეჭდილ სტატიაში მოყვანილია კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც გლობალური დათბობის პროცესზე ყველაზე დიდი ზემოქმედება ბევრი შვილის ყოლას აქვს და კვლევა ყველას, ვისაც გლობალური დათბობის შეჩერება უნდა, ნაკლები შვილის ყოლას ურჩევს.

სტატიის მიხედვით, გლობალური დათბობის ტემპების შესაჩერებლად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებაა საჭირო. ხოლო გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობაზე, მათ საქმიანობაზე და მათ მიერ გამოყენებულ რესურსებზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა სხვადასხვა ქვეყნებში განსხვადება. როგორც წესი, განვითარებული ქვეყნების საშუალოსტატისტიკური მოქალაქე ბევრად მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე განუვითარებელი ქვეყნების, შესაბამისად მის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობაც მეტია.

მაგრამ ამ კვლევაში და მის ლოგიკაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კვლევის გათვლებით, ნახშირორჟანგის გამოყოფის ყველაზე წონადი შემცირება ნაკლები შვილის ყოლით არის შესაძლებელი, რადგან, კვლევის მიხედვით, ერთი შვილი მშობლების ცხოვრების ყოველ წელზე 58 ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფას გულისხმობს, რისი გამოკლებაც გამოყოფის მოცულობის შემცირების ყველაზე წონადი ვარიანტია.

ამიტომ, გარდიანში დაბეჭდილი სტატია მკითხველებს გლობალურ დათბობასთან ბრძოლის მიზნით ნაკლები შვილის ყოლას ურჩევს.

ეკოლოგიის დაცვისთვის გადასადგმელ სხვა ეფექტურ ნაბიჯებში კვლევა მანქანის გაყიდვას, გრძელი გადაფრენებისთვის თავის არიდებას და ვეგეტარიანული საკვების გამოყენებას ასახელებს.

წყარო: https://www.theguardian.com/environment/2017/jul/12/want-to-fight-climate-change-have-fewer-children