კომედიური ფილმების ცნობილი კინორეჟისორი, მელ ბრუკსი: “უტვინოდ პოლიტიკურად კორექტული საზოგადოება კომედიის სიკვდილს ნიშნავს”

კომედიური ფილმების ლეგენდარულმა კინორეჟისორმა, მელ ბრუკსმა BBC 4-ის რადიო გადაცემაში საუბრისას განაცხადა:

“ჩვენ უტვინოდ პოლიტიკურად კორექტულ საზოგადოებად ვიქეცით, რაც კომედიის სიკვდილს ნიშნავს. ეს კარგი არ არის კომედიისთვის.”

ბოლო წლებში იგივე პოზიციას არაერთი ცნობილი ამერიკელი კომედიანტი გამოთქვამს. მაგალითად აშშ-ში მზარდი პოლიტიკური კორექტულობის ტენდენციის გამო კომედიის ჟანრში გაჩენილ შეზღუდვებზე ჯერი საინფელდი და კრის როკი საუბრობენ.

“კომედია უფრო პოლიტკორექტულ უაზრობად იქცა, ვიდრე იმის თემად, აცინებ ხალხს თუ არა,” – აცხადებს საინფელდი.

კრის როკმა 2014 წელს New York magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადაწყვიტა შეწყვიტოს კოლეჯებში კომედიური გამოსვლების მოწყობა, რადგან, მისი შეფასებით, იქ პოლტიკორექტულობით გამოწვეული შეზღუდვები დღითიდღე სულ უფრო ძლიერი ხდება.

წყარო: http://www.breitbart.com/big-hollywood/2017/09/22/mel-brooks-stupidly-politically-correct-society-death-comedy/?utm_source=facebook&utm_medium=social