კვლევის მიხედვით, პოლონელების უმრავლესობას ურჩევნია, პოლონეთმა ევროკავშირი დატოვოს, ვიდრე ქვეყანას მეტი მუსლიმი მიგრანტის მიღება მოუწიოს

პოლონეთში ორგანიზაცია IBRiS-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 57% მზად არის, უარი თქვას განვითარებისთვის ევროკავშირისგან მიღებულ დაფინანსებაზე, თუ ამით მიგრანტების მიღების საკითხში ქვეყნის სუვერენიტეტის და არჩევანის თავისუფლების შენარჩუნება მოხერხდება.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ევროკავშირში მეშვიდე ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, უდიდეს სარგებელს ღებულობს ევროკავშირის ფინანსური დახმარებით და, შესაბამისად, პოლონეთის მოსახლეობაში ევროკავშირის წევრობას დიდი მხარდაჭერა აქვს, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც მზად არის, ამ ყველაფერზე უარი თქვას იმისთვის, რომ მიგრანტების მასიური მიღება არ მოუწიოთ.

ორგანიზაცია IBRiS-ის ხელმძღვანელის განცხადებით, პოლონეთის მმართველი პარტიის ანტი-საიმიგრაციო რიტორიკამ პოლონური საზოგადოება გააერთიანა მიგრანტების განთავსების ევროკავშირისეული სქემის წინააღმდეგ, რომელიც ევროპისკენ მიმავალი საიმიგრაციო ნაკადის ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე გადანაწილებას გულისხმობს, მიგრანტების ნაკადის, რომელიც, გაეროს შეფასებით, მომავალში მხოლოდ გაიზრდება.

წყარო: http://www.breitbart.com/london/2017/07/06/majority-poles-rather-leave-eu-migrants/