კვლევის თანახმად, ევროპაში იმიგრაციის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, 2050 წლისთვის მუსლიმების რაოდენობა რამდენიმე მილიონით გაიზრდება, ხოლო მაღალი იმიგრაციის შემთხვევაში მუსლიმების რაოდენობა 75 მილიონს მიაღწევს

კვლევითი ორგანიზაცია Pew Research Centre-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპაში იმიგრაციის სრულიად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, 2050 წლისთვის მუსლიმების რაოდენობა დღეს არსებული 24 მილიონიდან 30 მილიონამდე გაიზრდება და მთელი ევროპის მოსახლეობის 7,4%-ს შეადგენს.

იმიგრაციის საშუალო ოდენობის შემთხვევაში, 2050 წლისთვის ევროპაში მუსლიმების რაოდენობა 58,8 მილიონს მიაღწევს, რაც მთელი ევროპის მოსახლეობის 11,2% იქნება.

ხოლო იმიგრაციის მაღალი ოდენობის შემთხვევაში, 2050 წლისთვის მუსლიმების რაოდენობა 75 მილიონამდე გაიზრდება, რაც მთელი ევროპის მოსახლეობის 14% იქნება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუსლიმების რაოდენობა მინიმალურად შეიცვლება და მატების უდიდესი წილი დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე იქნება.

მაგალითად, იმიგრაციის მაღალი ოდენობის შემთხვევაში, შვედეთში მუსლიმების რაოდენობა მოსახლეობის 30%-ს შეადგენს, ხოლო გერმანიაში 20%-ს.

წყარო: http://www.independent.co.uk/news/world/europe/muslim-population-europe-rise-estimates-projections-stats-pew-research-center-a8085871.html

http://www.dailymail.co.uk/news/article-5130617/Study-Europes-Muslim-population-grow-migration-not.html

https://www.dailysabah.com/europe/2017/11/30/europes-muslim-population-to-rise-50-percent-by-2050-even-if-migration-stops-study-says