კატალონიის რეფერენდუმი: მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი

კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

კატალონიის ავტონომიის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის დათვლილია ხმების 90,9%, აქედან 2 020 144-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა და მხოლოდ 176 565 იყო წინააღმდეგი.

ავტონომიის მთავრობის სპიკერის ინფორმაციით, 770 000 ხმა დაკარგული ან ხელმიუწვდომელია იმ მიზეზით, რომ ხმის მიცემის ზოგიერთი უბანი ესპანეთის პოლიციამ დაკეტა და ბიულეტენები ამოიღო.

ესპანეთის მთავრობა რეფერენდუმს კანონიერად არ აღიარებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთოდ არ ყოფილა არანაირი რეფერენდუმი.

წყარო: http://www.independent.co.uk/news/world/europe/catalan-independence-referendum-catalonia-vote-secession-spain-violence-police-a7977676.html