კატალონიის მთავრობა ოქტომბერში დაგეგმილ რეფერენდუმში გამარჯვებისთანავე ესპანეთისგან გამოყოფის პირობას იძლევა

ესპანეთის ავტონომიური რეგიონის, კატალონიის ხელისუფლებამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ 1 ოქტომბერს დაგეგმილ რეფერენდუმზე უმრავლესობის მიერ კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის მხარდაჭერის შემთხვევაში რეფერენდუმის შედეგებს ექნება კანონის ძალა და კატალონიის ესპანეთისგან დაუყოვნებელ გამოყოფას გამოიწვევს.

კატალონიის მმართველ, დამოუკიდებლობის მხარდამჭერ კოალიციას გადაწყვეტილი აქვს, რეფერენდუმის შედეგები განიხილოს უზენაეს იურიდიულ ნორმად, რომელიც ესპანეთის კონსტიტუციაზე მაღლა დგას.

კანონი რეფერენდუმის შესახებ, სადაც ეს პრინციპი დაფიქსირებული იქნება, ესპანეთის პარლამენტმა აგვისტოში უნდა მიიღოს.

წყარო: http://www.dw.com/en/catalonia-promises-immediate-independence-from-spain-post-referendum/a-39547724?maca=en-rss-en-all-1573-rdf