იტალიაში მამაკაცმა ქუჩაში გამვლელ აფრიკელ მიგრანტებს მანქანიდან ცეცხლი გაუხსნა

იტალიის ქალაქ მაჩარეტაში მამაკაცმა ქუჩაში გამვლელ აფრიკელ მიგრანტებს ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

თავდამსხმელი პოლიციამ სროლიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელს ყელზე იტალიის დროშა ჰქონდა შემოხვეული. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმა რასობრივად მოტივირებული იყო.

წყარო: https://www.theguardian.com/world/2018/feb/03/driver-opens-fire-african-migrants-italian-city-macerata